გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური ნალექის გამო, ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ამავე გზის კმ134-კმ135 დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას, იკრძალება მათი გაჩერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები