„დედამიწის საათის“ ფარგლებში, პარლამენტის გარე განათება ერთი საათით გაითიშება

24 მარტს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებში გარე ელექტროგანათება ერთი საათით გამოირთვება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყოველწლიური გლობალური აქციის – „დედამიწის საათი 2018”-ის ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნებში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის შენობების ელექტროგანათება ერთი საათით გამოირთვება.

„დედამიწის საათი 2018”-ის ფარგლებში, დაგეგმილი იყო ღონისძიებები დედაენის ბაღში, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სამგლოვიარო პროცესის გამო, გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები