ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ეგიდით, პირველი ,,არასამთავრობოთა პარტნიორობის სამიტი“ ჩატარდა

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) ეგიდით, პირველი ,,არასამთავრობოთა პარტნიორობის სამიტი“ ჩატარდა. დელეგატებმა საკუთარი ორგანიზაციები წარადგინეს და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ეტაპობრივად გაფართოვდება.
სამიტის პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა ფილიალებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს:
· ააიპ CICD;
· ააიპ ,,თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“ ;
· ააიპ “Georgian active team”.(ჯიეითი) G.A.T · ააიპ “ფონდი ერთიანობა“ ;
· ააიპ “საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირი” ;
· ააიპ ,,ადვოატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია “;
· ააიპ ,,ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია”;
· ააიპ “აისეკ საქართველო” (AIESEC in Georgia);
· ააიპ ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“;
· ააიპ ,,ჰელფინგ ჰენდ“ (Helping Hand).
CICD-ის თავმჯდომარემ, ლაშა ბოდაველმა პარტნიორ კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და თემატურ შეხვედრებზე მათთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მზაობა გამოთქვა.
“კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ პარტნიორ კომპანიებს თანამშრომლობისთვის, ასევე, დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამიტზე მობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, თემატურ შეხვედრებზე ჩვენი ცენტრის ოფისში“,- აცხადებს CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები