გიორგი მარგველაშვილი: დღეს ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება

“დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს, ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი დაკრძალეს.

“დღეს მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი – არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს, დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაიგეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის არჩილის ცხედრის არგადმოცემით. დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს, ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება.

მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენ წინააღმდეგ: ჩვენ ეს გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვალთ. ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები