ლევან იზორია: არჩილ ტატუნაშვილმა საქართველოს სიყვარულს შესწირა თავი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალვის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია. მისივე თქმით, მან წამებით საქართველოს სიყვარულს შესწირა თავი.

“კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, მან წამებით საქართველოს სიყვარულს, მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი, ამიტომ საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები