არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს ​

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა. ყოფილი სამხედრო მიმდინარე წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, მოგვიანებით კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა და საბოლოოდ, ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადეცა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეს შს სამინისტრო სსკ-ის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები