თბილისში, დედა ენის ბაღში, “დედამიწის საათისადმი” მიძღვნილი ღონისძიება აღარ გაიმართება
ცხინვალში გარდაცვლილი სამხედრო გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიის გამო, “დედამიწის საათის” აღსანიშნავი ღონისძიება, რომელიც უნდა გამართულიყო 20:00 საათზე დედაენის ბაღში, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
„თუ გეგმავდით ჩვენს ღონიძიებაზე დასწრებას, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. თითოეულ თქვენგანს შეუძლია ჩააქროს სინათლე სახლში და სამუშაო ადგილებზე, საღამოს 20:30-დან 21:30 საათამდე და ამით შეუერთდეს გლობალურ აქციას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.