როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – სინოპტიკოსების უახლესი დღეების პროგნოზი

24 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 26 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ცვალებადობაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები