“იმ ადამიანებმა, რომლებმაც პროფესიად გაიხადეს ქართველების გატაცება, უნდა იცოდნენ, რომ საკადრისი პასუხი მოეთხოვებათ”

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, უმძიმესია კიდევ იმ უსუსურობის განცდა, როდესაც ხვდები, რომ ვერაფერს აკეთებ საპასუხოდ”,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, სოსო მანჯავიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე საკადრისი პასუხი მოეთხოვებათ.
“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმ გარკვეული კონტროლის გაუქმება, რომელიც სასაზღვრო ზოლზე არსებობდა. უნდა ესმოდეს ყველას, რომ გარკვეული პასუხი იქნება ჩვენი მხრიდან. იმ ადამიანებმა, რომლებმაც პროფესიად გაიხადეს ქართველების გატაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა, უნდა იცოდნენ, რომ მათ საკადრისი პასუხი მოეთხოვებათ”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, სოსო მანჯავიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები