ვერხვიანში ავარიამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, დაშავებული პირი კი მისი შვილია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები