ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე 11 ქვეყნის სამართალდამცველების მონაწილეობით კონფერენცია გაიხსნა

ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულის თემაზე ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისა და კონტროლირებადი მიწოდების თემაზე რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EUACT)“ ორგანიზებით ხორციელდება და მასში 11 ქვეყანა მონაწილეობს. რეგიონალური კონფერენცია დღეს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ და პროექტის ხელმძღვანელმა ტომას კარტერმა გახსნეს.

რეგიონალური კონფერენცია თბილისში 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის თეორიულ სწავლებასთან ერთად, რეალურ სამუშაო პროცესზე მორგებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს. კონფერენციას ევროპოლიდან (EUPOL), ევროჯასტიდან (EUROJUST), ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან. მომხსენებლები, ასევე განიხილავენ ევროკავშირის გამოცდილებასა და მაგალითებს.

ქართველ კოლეგებთან ერთად კონფერენციას რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ავღანეთისა და პაკისტანის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებიან. სამუშაო პროცესში მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ნარკო-ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას, ისაუბრებენ საერთო გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები