მილანის უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალს ეცნობიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავაწლოვანი კლუტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექპერიმენტალურ ბაზას მილანის უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალის გაცნობის მიზნით, ეწვივნენ. მათ ბაზაზე გაშენებული საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინო დააგემოვნეს.

მილანის უნივერსიტეტის პროფესეორების, მევენახეობისა და ენოლოგიის საერთაშორისო სამაგისტრო ხარისხის კომიტეტის წევრის ანტონიო ტირელის და პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პიერო ატილიო ბიანკოს ვიზიტი, საქართველოს და იტალიას შორის გაფორმებული ერთობლივი საბაკალავრო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პროფესორებმა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, დეპარტამენეტების უფროსებთან და მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებთან გამართეს, სადაც უნივერისტეტის პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მილანის უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუდენტებისთვის ლექციაც ჩაატარეს.

პროექტი მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულებით უფასო საბაკალავრო ხარისხის მიღებას გულისხმობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ერთი სემესტრი მილანის უნივერსიტეტში გაიარონ და სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგი დიპლომი მიიღონ.

ვიზიტის ფარგლებში ანტონიო ტარელიმ და პიერო ატილიო ბიანკომ ყველა ის ბაზა და ლაბორატორია მოინახულეს, რომელიც საბაკალავრო პროგრამის განხორციელების პროცესშია ჩართული. სტუმრებმა ღვინის და კონიაკის ქარხნები და მარნებიც დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები