“ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად”
“დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ლართან დაკავშირებით სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული”, – ასე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ლარის გაუფასურების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
“რამდენიმე ხნის წინ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როცა ლარი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, აუცილებლად განახორციელებს ინტერვენციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ, რათა შესაბამისი სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ეს ასე იქნება. აუცილებლად დასტაბილურდება ლარი. საქართველოს ეროვნული ბანკი თავის ფუნქციას შეასრულებს და მთავრობა – თავისას. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით”, – განაცხადა მათიკაშვილმა.