თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით კარლ ერჟავეკი გამოვა

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability ) 28 ნოემბერს გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერჟავეკი გამოვა.

1995-2000 წლებში ის იყო ადამიანის უფლებათა დამცველი, ექსპერტიზის სამსახურის დირექტორი და ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატის უფროსი.
2001-2004 წლებში იკავებდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იუსტიციის სამინისტროში.
2004-2008 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში.
2006 წელს იყო ნატო-ს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის თავმჯდომარე, სლოვაკეთში.
2005 წელს აირჩიეს სლოვენიის პენსიონერთა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად.
2008-2010 წლებში იყო გარემოსა და სივრცითი დაგეგმარების მინისტრი.
2011 წელს – სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი.
2012 წლიდან კი კარლ ერჟავეკი გახდა სლოვენიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
ერჟავეკი ავტორია არაერთი ნაშრომისა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, ხორვატიულ, სერბულ და გერმანულ ენებს.
http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/161-karl-erjavec

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები