ბაჰრეინის სამეფოს დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბაჰრეინის სამეფოში (რეზიდენციით ქ. რიადში), გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ბაჰრეინის სამეფოს პრემიერ-მინისტრის პირად მრჩეველთან, შეიხ სალმან ბინ ხალიფა ალ-ხალიფასთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის, პრინც ხალიფა ბინ სალმან ალ-ხალიფას მიერ მინიჭებული უფლებამოსილების თანახმად, უხელმძღვანელებს ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციას თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შეიხ სალმანის მომავალ ვიზიტზე საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურების მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბაჰრეინული ავიაკომპანია Gulf Air-ის მიერ საქართველოში რეგულარული ფრენების წარმატებულ დაწყებას.
გიორგი ჯანჯღავამ ასევე გამართა შეხვედრა ბაჰრეინის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მის უდიდებულესობა შეიხ რაშიდ ბინ ხალიფა ალ-ხალიფასთან, რომელთანაც საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები