თბილისის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე, უმრავლესობამ თბილისის მთავრობის ახალი წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე, თბილისის მთავრობის ახალი წევრობის კანდიდატებს, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც სხდომა დასრულდა.
თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ და მთავრობის წევრობის კანდიდატებმა საკრებულოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
დღევანდელი სხდომის შემდეგ, კანდიდატების დამტკიცების საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავა.
დღესვე, საკრებულოს სხდომა 17:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი ბიუროა ჩანიშნული.
სხდომაზე ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ ახალი მთავრობის 4-წლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს და “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები