დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს, ვლადიმირ კოლტოვიჩს შეხვდა.
საუბარი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე წარიმართა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით, ექსპორტი კი – 50 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ბელორუსის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის შემდგომი ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი, რათა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით გაგრძელდეს.