დიმიტრი ქუმსიშვილი: ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც

პირველი ვიცე – პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თანხების გადათვლა, თუ რა თანხა დაიზოგება, ჯერ-ჯერობით ამის თქმა ძნელია.
“ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ეფექტური მართვა და, შესაბამისად, შედეგების მიღება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ ამოცანა ერთი მხრივ, არ არის ადამიანების უბრალოდ სამსახურებიდან გაშვება, თუმცა, ამოცანა არის, რომ საუკეთესო კადრები ყველა სამინისტროდან იყვნენ შენარჩუნებულნი, ჰქონდეთ შესაბამისი დამსახურებისა და კანონმდებლობის მიხედვით ანაზღაურება და ქვეყანამ მიიღოს ის პროდუქტი, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ. ამიტომ, სანამ მინისტრები არ გააერთიანებენ ამ სამინისტროებს და რეალურად არ დაინახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც გაერთიანების წინ მკაფიოდ ჩანს და ჩანდა, მანამდე ძალიან ძნელი იქნება კონკრეტული ციფრების თქმა, რადგან არ ღირს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ან არასწორი მოლოდინების შექმნა. აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები