თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე, მისასალმებელი სიტყვით, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი გამოვა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability), რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, მისასალმებელი სიტყვით მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი გამოვა.
სანამ პაველ ფილიპი 2016 წლის იანვარში მოლდოვას მე-12 პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ის მოლდოვას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის არის მოლდოვას ევროკავშირში გაერთიანების მხარდამჭერი და გამოირჩევა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან დაიწყო ყოვლისმომცველი და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიზნად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდერნიზაციასა და განვითარებას ისახავს.
პაველ ფილიპს აქვს ბიზნეს სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. 20 წელზე მეტი იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს მოლდოვას წამყვან კომპანიებში.
2014-2015 წლებში პაველ ფილიპი მოლდოვას პარლამენტის წევრი და ეკონომიკის, ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
2011-2016 წლებში იყო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი.
2008-2011 წლებში ფილიპი მოლდოვას უდიდესი თამბაქოს მწარმოებელი საწარმოს („Tutun-CTC”) გენერალური დირექტორი იყო.
2010 წლიდან დღემდე ის მოლდოვას დემოკრატიული პარტიის დეპუტატი, პარტიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა კიშინიოვში.
2009-2010 წლებში იყო მოლდოვას დამსაქმებელთა ეროვნული კონფედერაციის საბჭოს წევრი.
2001-2008 წლებში ის იყო საკონდიტრო საწარმო Bucuria-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ინჟინერიის, წარმოებისა და ტექნოლოგიების საკითხებში.
პაველ ფილიპი დაჯილდოებულია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მედლით, საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ფლობს ორდენს (Gloria Muncii) მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებსა და რატიფიცირებაში შეტანილი წვლილისა და ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში დახმარებისთვის.
http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/169-pavel-filip