თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით უკრაინის პრემიერ-მინისტრი გამოვა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“  (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability) მისასალმებელი სიტყვით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმერ გროისმანი გამოვა.

ვოლოდიმერ გროისმანი უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2016 წლის აპრილიდან არის.

2014 წლის ნოემბერში ის იყო უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი. თებერვალში კი  უკრაინის რეგიონული პოლიტიკის ვიცე-პრემიერის და რეგიონული განვითარების, სამშენებლო, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

2010 წელს გროისმანმა ამომრჩეველთა 77.81%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და ქალაქ ვინიცას  მერად მეორე ვადით აირჩიეს. ასევე, ის იყო უკრაინის ქალაქებისა და თემების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების საკითხებზე.

2006 წელს, 28 წლის ასაკში, გროისმანი პირველად გახდა ქალაქ ვინიცასს მერი და უკრაინის რეგიონალური ცენტრის უმცროსი მერი.

1994-2005 წლებში ის ქალაქ ვინიცას საკრებულოში აირჩიეს, იკავებდა საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონიერების, საბჭოს წევრთა საქმიანობის და ეთიკის მუდმივი კომიტეტის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

ვოლოდიმერ გროისმანი არის უკრაინის მე-2 და მე-3 ხარისხის ღირსების ორდენოსანი და პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერი.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/168-he-volodymyr-groysman

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები