თიბისი რაგბის სერიები იწყება

თიბისი ბანკის სივრცეში საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ნოემბრის ტესტები წელს თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას ‘თიბისი რაგბის სერიები’ ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება.

11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე  ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.

ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გასვლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი ‘“თიბისი რაგბის სერიების“ ნაწილი არ არის.

ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვა 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.

#რაგბიჩვენითამაშია

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები