აბაშის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და  აზერბაიჯანული კომპანიის As Inshaan-N-ის  წარმომადგენელმა აზარ ასვაროვმა აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

პროექტი აბაშის წყალმომარაგების  სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, მაგისტრალური ქსელის შეცვლასა და მოსახლეობის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და ის 12,985,000 ლარი ჯდება.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბაშის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

აზერბაიჯანული კომპანია As Inshaan-N საქართველოში ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისა და ჯვარის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პროექტებს უკვე ახორციელებს, ასევე, მონაწილეობს არაერთ საერთაშორისო პროექტში.

აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები