გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იატაკი ჩავარდა, რის შედეგადაც 51 წლის ქალი დაშავდა

კახეთში, გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იატაკის ჩავარდნის შედეგად 51 წლის ქალი დაშავდა.
შემთხვევა თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი ოთხი მეტრის სიმაღლიდან მაშინ ჩამოვარდა, როდესაც სათავსოდან ოთახში შეშა შეჰქონდა.
შემთხვევის შედეგად, 51 წლის ქალმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები და მოტეხილობები მიიღო. როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მიღებული მრავლობითი დაზიანებები პაციენტი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
ბარაკის ტიპის კორპუსი, რომელშიც ამ ქალის გარდა კიდევ შვიდი ოჯახი ცხოვრობს, ხელისუფლებისგან დახმარებას და ბინის რეაბილიტაციას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები