რატომ იცავს “საია” მეჭიაურის ინტერესებს – ის ხშირად გვაკრიტიკებდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, „საიას“ მხრიდან თამაზ მეჭიაურის დაცვას ეხმაურება.
„ვიცი, რომ საზოგადოების ნაწილს გაუკვირდა, რატომ იცავს „საია“ თამაზ მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში. „საია“ იცავს ამ ქვეყნის კანონმდებლობას და ხალხის ნებას, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისი მერი, ყოველგვარი მანიპულაციების და ჩარევების გარეშე. ამაშია კანონის უზენაესობის სირთულე – პატივი სცე და მოითხოვო მისი დაცვა განურჩევლად იმისა, შენს თანამოაზრეს და “შენიანს” ეხება ეს კონკრეტულ შემთხვევაში თუ – არა. მეჭიაური ხშირად გვაკრიტიკებდა, ალბათ, მომავალშიც გაგვაკრიტიკებს, ჩვენც არაერთხელ გაგვიკრიტიკებია მისი განცხადებები თუ საჯარო გამოსვლები, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს, ვებრძოლოთ უსამართლობას, რომელიც მარტო მას კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს აზიანებს და რაც მთავარია – აზიანებს სამართლიანი არჩევნების იდეას! ასეთები ვართ ჩვენ და ამიტომ მიყვარს „საია“, – წერს ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები