გურამ რჩეულიშვილი: შემოდით ჩემს მდგომარეობაში და გადავდოთ ერთი თვით პროცესი

“გაწელვაზე არ არის ლაპარაკი, გთხოვთ, შემოდით ჩემს მდგომარეობაში და გადავდოთ ერთი თვით პროცესი”,-ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა.
დღეს მისი დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი თვით გადაიდო. როგორც მან განმარტა, კომპანიებთან მოლაპარაკებები თითქმის დასკვნით ეტაპზეა მისული და მისი ჩვენების შინაარსი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
„დარჩა მოლაპარაკებების ორი ეტაპი. შედეგი, რომელიც დაიდება სამ კვირაში, ერთ თვეში თვისობრივად ცვლის ჩემი ჩვენების შინაარსს. გაწელვაზე არ არის ლაპარაკი, გთხოვთ, შემოდით ჩემს მდგომარეობაში და გადავდოთ ერთი თვით პროცესი. ეს შედის როგორც ჩემს, ასევე დაზარალებულების ინტერესში“ – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები