ტარიელ ხეჩიკაშვილი 17-წლამდელთა ნაკრებს ესტუმრა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მოინახულა, რომელიც ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება.

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა ოფიციალური ეტაპისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მწვრთნელის განკარგულებაში 23 მოთამაშეა:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი), მამუკა ბახტაძე (თბილისის საბურთალო)

მცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, ირაკლი აზაროვი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე, დავით სამსონია (თბილისის საბურთალო), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ზურაბ ბაქრაძე (თბილისის ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი ლომთაძე (დინამო თბილისი), ცოტნე ჩოთალიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (თბილისის საბურთალო), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (თბილისის იბერია 2010), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია)

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე, ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბილისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)

შესარჩევ ტურნირს 24-30 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს. თამაშები მიხეილ მესხის და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონებზე გაიმართება. გიორგი ნემსაძის გუნდი 24 ოქტომბერს ლატვიას გაეჯიბრება, 27 ოქტომბერს მონტენეგროს შეხვდება, 30 ოქტომბერს კი მიხეილ მესხზე იტალიას უმასპინძლებს.

„შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს და ეს გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს, თუმცა მეორე მხრივ, ნაკრებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება – საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უნდა დაამტკიცოს, რომ ელიტ-რაუნდში თამაშის ღირსია. გუნდმა აქამდე რამდენიმე საწვრთნელი შეკრება გაიარა, არაერთი საერთაშორისო შეხვედრა გამართა და იმედს ვიტოვებ, რომ ოფიციალური მატჩებისთვის ნაკრები კარგად მოემზადა. მსურს წარმატება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ვუსურვო ამ გუნდს”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები