გია ვოლსკი: “ნაციონალურ მოძრაობას” მეორე ტურში წარმატების იმედი არ ჰქონდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილი მეთოდია, როცა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებ, რადგან გინდა, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავი წარმოაჩინო, როგორც პოლიტიკურად დაჩაგრულმა.
“არ მგონია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი ჰქონდა, რომ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში წარმატება ექნებოდა. შესაბამისად, წარუმატებლობის განმარტება გაცილებით უფრო გაუჭირდებოდათ, ვიდრე მეორე ტურში მონაწილეობის არ მიღების განცხადება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები