ქართული ღვინო ბელგიის გამოფენაზე „მეგავინო” პირველად წარსდგა

ქართული ღვინის კომპანიები ღვინის საერთაშორისო გამოფენაში MEGAVINO 2017 პირველად მონაწილეობდნენ, რომელიც 20-23 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა.  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიებიის ღვინოები: „შილდა“, „მოსმიერი“, „ვაზიანი“, „შატო ნეკრესი“, „ქიმერიონი“, „კახური ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“ და „კონჭო და კომპანი“.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციაც  გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.

დეგუსტაცია  ღვინის პროფესიონალებისთვის გაიმართა და მასზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: „მანავის მწვანე” (კახური ღვინის მარანი),  „ხიხვი” (შილდა), „წინანდალი” (მოსმიერი), „ქისი-ხიხვი ქვევრი” და „ქინძმარაული” (შატო ნეკრესი), „რქაწითელი ქვევრი” და „ხიხვი ქვევრი” (ვაზიანი), „საფერავი” (ქიმერიონი) და  „ტვიში” და „საფერავი ქვევრი” (წინანდლის ძველი მარანი)

„მეგავინო” ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენაა, რომელიც წელიწადში ერთხელ,  ბრიუსელის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრში  იმართება.

წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დასახელების ღვინო.  გამოფენის ფარგლებში იმართება ღვინის კონკურსები, სემინარები, კონფერენციები, ასევე წარმოდგენილია ღვინის აქსესუარები. წელს „მეგავინოს” საპატიო სტუმარი ბულგარეთი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები