ტაბახმელაში ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ტაბახმელაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები