ცესკოში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა – რას აცხადებენ საარჩევნო კომისიაში?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიისა და საარჩევნო ბლოკების მიერ სიების, მაჟორიტარი კანდიდატების და მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა, ასევე 14-მა მერობის კანდიდატმა რეგისტრაციის გავლის მიზნით მიმართა ცესკოს.
“კანონმდებლობის თანახმად, სიის შემოტანიდან ორი დღის ვადაში, საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს წარმოდგენილ სიებს. იმ შემთხვევაში თუ ამ სიებში არ იქნება დაფიქსირებული რაიმე ტიპის ხარვეზი, მაშინ სია გაივლის რეგისტრაციას, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი ეს წერილობით ეცნობება საარჩევნო სუბიექტს. მათ მიეცემათ ორდღიანი ვადა აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად. თუკი კანონმდებლობის თანახმად იქნება წარდგენილი აღნიშნული სიები, სამი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია გაატარებს მათ რეგისტრაციაში. იმ შემთხვევაში თუ წარდგენილ სიებში, ან მეორედ წარდგენილ სიებში აღმოჩნდება რაიმე სახის უზუსტობა ან კანონთან შეუთავსებლობა, წარმოდგენილი სია ვეღარ გატარდება რეგისტრაციაში”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები