რუსთავში, უკვ მეორედ, ბუნებრივი აირის მილზე წყლის მილი დაამონტაჟეს

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში, ადგილობრივმა მოსახლემ ბუნებრივი აირის მილზე წყლის მილი დააერთა. თვითნებურად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის მიზეზით, 100-მდე ოჯახი წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.
მსგავსი შემთხვევა რუსთავში რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა.
ადგილობრივი, სამხარეო ხელისუფლების და “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ რუსთავში 808 ბინა შეამოწმა. აქედან, 471 გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული.
ქალაქში გამათბობლების შემოწმება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირით მოწამვლის 150 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 8 შემთხვევა ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები