“ქართული ხმების” დამფუძნებელი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა
79 წლის ასაკში, ანსამბლ “ქართული ხმების” დამფუძნებელი და წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა.
გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ “ქართული ხმების”, შემდეგ უკვე ანსამბლ “დიელოს” წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში.
მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
შარშან თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა.