“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, 20 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: დოლოგანი, უჩხითი, მახუნცეთი- სულ 752 აბონენტს შეეზღუდება.
20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით კი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ელექტროენერგია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კოკოტაური, გეგელიძეები და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ხიჭაური, ბარათაული, ჭვანა – სულ 2714 აბონენს შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ქალაქ ზუგდიდსაც. 21 მარტს, 11:00 საათიდან 15: 00 საათამდე, ქვესადგური „ზუგდიდი 200“-ზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდის 243 აბონენტს შეეზღუდება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები