კახა კალაძე: სამთავრობო ცვლილებებზე გუნდში საუბარი არ ყოფილა

 გუნდში ამ თემების განხილვა არ ყოფილა, – ასე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას, რომელიც მთავრობაში შესაძლო საკადრო გადაადგილებებს ეხებოდა. “გუნდში, ამ თემების განხილვა არ ყოფილა.
თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ ეს კითხვა გიორგი კვირიკაშვილს, თუმცა გულწრფელად გიმეორებთ, გუნდში, ამ თემების განხილვა არ ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ.
მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატობის თემას ეხება, სადაც ნარმანია შესაძლოა კალაძემ შეცვალოს. “გუნდში არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებით ვიმოქმედო. შეიძლება ეს საკითხი წამოიწიოს და მე ვიქნები პირველი, ვინც ამას თქვენ გაგიმხელთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები