თბილისში საგაზაფხულო რგვები გრძელდება

 სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში N166-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერი დავით ნარმანია ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს გიორგი წერეთელთან ერთად მონაწილეობდა.

როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სეზონური გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ბაღის ტერიტორიაზე კვიპაროსის და ელდარის ფიჭვის ნერგები დარგეს. აქციაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, ,,თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

„საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დღეს 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ეს აქცია გამორჩეულია იმით, რომ ბავშვები თავად არიან ჩართულნი, სწავლობენ ხეების დარგვას და მათ მოვლას. პატარებს ეცოდინებათ, როგორ იზრუნონ გარემოზე. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიება მნიშვნელოვანია ბაღის აღსაზრდელებისა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის, რადგან იქმნება უფრო ჯანსაღი გარემო“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხე-მცენარეები ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები