„ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკუთრებაში არსებულ შენობას ვერასოდეს ვერავინ ხელყოფს და გაასხვისებს!“

ხვალ, 18 მარტს, 14:00 საათზე, ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. როგორც  კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მარინა თექთუმანიძემ „კვირას“ განუცხადა, ყრილობაზე სხვა საკითხებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია იქნება ინიცირებული, „რომლის მიხედვითაც ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკუთრებაში არსებულ შენობას ვერასოდეს ვერავინ ხელყოფს, გაასხვისებს და გაყიდის!  იმედია, ამ რეზოლუციას ყრილობა მხარს დაუჭერს.
ჟურნალისტთა კავშირი ასევე, ინიციატივით წარდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომ ცილისწამება დაექვემდებაროს დასჯას. ხვალ ყრილობა კავშირის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევს“, – განაცხადა მარინა თექთუმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები