დიდუბეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
წერეთლის გამზირის N55-სა და გვეტაძის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, რის შემდეგაც აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ცაბაძისა და წყალტუბოს ქუჩებზე, ასევე, წერეთლის გამზირზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც დეკორატიული ფილები მოეწყობა, შეიცვლება სანაგვე ურნები და სკამები. გარდა ამისა, სკვერებში გაკეთდება საბავშვო მოედნები და დამონტაჟდება ახალი ატრაქციონები.
საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, სკვერებში სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგვება.
რაიონში მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საქართველოს პარლამენტის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები