ბოლივიის პრეზიდენტმა ქვეყანაში “კოკაინის ხის” პლანტაციების გაზრდას მხარი დაუჭირა

ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში კოკის პლანტაციის გაზრდა თითქმის ორჯერ – 12 -დან 22 ათას ჰექტარამდე იგეგმება.
ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს არაკონსტიტუციურს უწოდებენ, ვინაიდან ის საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევს.
ასევე, კოკის ნათესების გაფართოების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასაც გაზრდის.
კოკა არის მცენარე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, ანდების რეგიონში მოჰყავთ, მას კოკაინის ხესაც უწოდებენ. ის სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება. კოკის ფოთლების დაღეჭვას მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ის ასევე შიმშილის წყურვილის გრძნობას, ტკივილს და დაღლილობას აქრობს.
ამასთანავე, კოკისგან ქიმიური გადამუშავების გზით, კოკაინს იღებენ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული ნარკოტიკია. კოკაინის ფოთლები გაეროს მიერ 1961 წელს მიღებული კონვენციის მიხედვით უკანონოდ იყო გამოცხადებული.
ამასთანავე, ბოლივია გამონაკლისს წარმოადგენს და იქ რელიგიურ და სამედიცონო მიზნებში კოკის მოყვანა დაშვებულია. ქვეყანა, საერთაშორისო ზეწოლის გამო, იძულებულია, ნათესების ფართობებზე შეზღუდვები დააწესოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები