მოტყუებული მეანაბრეები – რა ხდება საფინანსო კომპანია „საქართველოში“

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები ამ დრომდე კოსტავას ქუჩაზე იმყოფებიან და კომპანიის ხელმძღვანელობისგან პასუხს ელიან. ადგილზე შეკრებილი მეანაბრეების ინფორმაციით, ორ თვეზე მეტია, კუთვნილი ანაბრებიდან პროცენტის მიღებას ვერ ახერხებენ და ვერც თანხის ძირს იბრუნებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანიას მეანაბრეების მიმართ მილიონობით ლარის დავალიანება აქვს.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველო“ იხურება, მეანაბრეების მილიონიანი დოლარებით და ლარებით. პროცენტზე აღარ არის საუბარი, ჩვენ ძირ თანხებსაც აღარავინ გვიბრუნებს. უკვე 2-3 თვეა ამ მდგომარეობაში ვართ. ხელმძღვანელმა ჯერ არჩევნებს დააბრალა, შემდეგ რაღაც სპეკულაციებს. არ ვიცით ვინ შეჭამა ჩვენი ფული,“ – აცხადებს დაზარალებული მეანაბრე თინათინ შერვაშიძე.

ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი. „თანხას არ გვიბრუნებენ, ის კი არა, პასუხსაც არავინ გვცემს. ჩვენ ფულს რეალურად აღარავინ გვიბრუნებს. ამ ხალხს რისი იმედი აქვთ, არ ვიცი,“ – ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული.
„კვირა“ კომპანია „საქართველოს“ დაუკავშირდა, თუმცა, მათი ტელეფონი ქსელიდან უკვე გათიშულია. ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ არც „საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება.
ცნობისათვის, საფინანსო კომპანია „საქართველო“, რომელიც კოსტავას ქუჩის 72-შია განთავსებული, 2008 წლის 20 ივნისს, რამდენიმე პირმა დააფუძნა. დამფუძნებლებს შორის არიან, მერაბ და ლამარა ფერაძეები, თამაზ ლობჟანიძე და სხვები.  collage
საფინანსო კომპანია „საქართველო“ მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ მოგებას სთავაზობდა. კერძოდ, წლიური სარგებელი წლის ბოლოს გატანით 33%-ს შეაგდენდა. ექვსი თვით- 28%, სამი თვით-25%. ყოველთვიური სარგებლის გატანით – ვადები: ოთხი თვიდან ერთ წლამდე – წლიური 25%.

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ გარდა ანაბრებისა, ავტოსალომბარდო მომსახურებაც ჰქონდა.

   14914938_1277395382282952_1134691405_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები