როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

27-28 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰაერი 18-20 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი 10-12 გრადუსამდე. 29 ოქტომბრიდან საქართველოში კვლავ აცივდება. დოდო გვაზავას თქმით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად, უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს.
30 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები