აშშ-ში მამაკაცი გაათავისუფლეს, რომელმაც 1981 წელს პრეზიდენტ რეიგანს ესროლა

აშშ-ში 61 წლის ჯონ ჰინკლი დახურული ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაათავისულფეს. ჰინკლი აქ ბოლო 35 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც 1981 წელს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს ესროლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰინკლი საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს და შეუძლია ვირჯინიაში, დედამისის სახლში იცხოვროს.
ცნობისთვის: პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდასხმა 1981 წლის მარტში მოხდა. როდესაც პრეზიდენტი ვაშინგტონის სასტუმრო „ჰილტონიდან“ გამოდიოდა, ჰინკლიმ მას ექვსჯერ ესროლა. სროლის შედეგად რონალდ რეიგანი და სამი პირი დაიჭრა. რეიგანის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო მისი პრესმდივანი ჯეიმს ბრეიდი მთელი ცხოვრება შშმ პირად დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები