ტერეზა მეი – ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მის ყველა წევრთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს

დიდი ბრიტანეთი და იტალია გააგრძელებენ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას Brexit-ის შემდეგაც. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ იტალიელ კოლეგასთან, მატეო რეცისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მეის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის, ის ევროპის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება და გააგრძელებს ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობას ეკონომიკის, მიგრაციის და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. იტალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის 2015 წელს სავაჭრო ბრუნვამ 24 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები