გურიის გუბერნატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორს შეხვდა

დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორს გიორგი დონაძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან ,,შავი ზღვა 2016-საქართველო” დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. აღნიშნული ფესტივალი 1-დან 3 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. იგი გაიხსნება ქალაქ ოზურგეთში, ხოლო გალა-კონცერტი 3 სექტემბერს ჩატარდება „Black Sea Arena”-ს საკონცერტო დარბაზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები