ხოსე კარერასი საქართველოს მეორედ ეწვია

ცნობილი ესპანელი შემსრულებელი ხოსე კარერასი უკვე ქუთაისშია. როგორც ხოსე კარერასმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, საქართველოში ჩამოსვლით გახარებულია.
“ჩემთვის გამოწვევაა ახალი ადამიანებისა და ახალი მსმენელის გაცნობა. იმედი მაქვს, კარგ კონცერტს შევთავაზებთ და მსმენელი კმაყოფილი დარჩება”,- აღნიშნა კარერასმა.
არსებული ინფორმაციით, კონცერტის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს და თითქმის დასრულებულია სცენის მონტაჟი. კონცერტზე დასწრება თავისუფალია, თუმცა თავად შემსრულებლის მოთხოვნით სცენის წინ განთავსდება 900 სკამი, სადაც მხოლოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და შშმ პირები დასხდებიან. მოსაწვევები ასევე იმერეთის რაიონებს გაეგზავნა.
ხოსე კარერასი საქართველოს მეორედ ეწვია, ამჯერად პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში და ამ ტურით მომღერალი კარიერას დაასრულებს. კონცერტი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე (ლადო მესხიშვილის თეატრის წინ), 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები