ნოდარ ჯავახიშვილი ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ სურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უგზოობაა, რაც განსაკუთრებით მძაფრად უხვი ნალექის დროს იჩენს თავს.
მოსახლეობას უჭირს გადაადგილება, ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება. მინისტრმა სურების მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული და უახლოეს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული.
ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლამდე მისასვლელ 18-კილომეტრიან გზაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა და მისი მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, ყველაფერი გაკეთდება, რომ აღნიშნული გზის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები