ქობულეთში პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა

ქობულეთში პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ქობულეთის ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის ლიდერი და დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი, ასევე პარტიის წევრები და მისი მხარდამჭერები დაესწრნენ.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ შეკრებილ საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, დასახული მიზნები გააცნო და პარტიის გეგმებზე ისაუბრა.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მისი პოლიტიკური ძალის წარმატებაში დარწმუნებულია.
„ბედნიერი საქართველოსთვის“ ქობულეთის ოფისი, აღმაშენებლის ქუჩა #130-ში მდებარეობს, სადაც პარტიაში გაწევრინების მსურველებს მისვლა ორშაბათიდან შეეძლებათ.
საქართველოს სხვა რეგიონებში რეგიონალური ოფისების გახსნასთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმაციას დამატებით მიიღებს. ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებული პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ მიზანი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალური ფონის გაუმჯობესება და ევროპული დონის საკანონმდებლო ბაზის შექმნაა. „ბედნიერი საქართველოსთვის“ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.
12988024_10153629195114779_825944302_n
13023734_10153629195099779_267995170_n
12991834_10153629195129779_556131230_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები