თინა ხიდაშელი ბრალდებებზე: როგორ შეიძლება ერთდროულად სტალინს ეტრფოდე და მოგწონდეს თინა ხიდაშელი

„როგორ შეიძლება ერთდროულად სტალინს ეტრფოდე, გქონდეს განცდა, რომ ყველა კაბინეტში სტალინის სურათებს დავიკიდებთ და ამასობაში მოგწონდეს თინა ხიდაშელი“, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბოლო დროს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.
როგორც ხიდაშელმა ტელეკომპანია „ტვ 23“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მას არ გაჰკვირვებია ამგვარი ბრალდებები და უფრო მეტიც, ელოდებოდა, როდის ამოხეთქავდა. მინისტრმა მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსურდის თეატრს შეადარა და სასაცილო უწოდა.
„არ მიკვირს, როდესაც ადამიანები სტალინს ეტრფიან, იმავდროულად, ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ აგრესია ჩემ მიმართ. ეს გასაკვირი არ არის, პირიქით რომ იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი. არც რაიმე სახის სიურპრიზი ყოფილა. დიდი ხანია ეს მოლოდინი მქონდა, უბრალოდ, რომელ რიცხვში და რომელ საათზე მოხდებოდა ეს ამოხეთქვა, ეს არ ვიცოდი. არაფერი გასაოცარი და გასაკვირი არ არის. ეს, როგორც ჩანს, ბუნებრივი პროცესია. მე ამ თემაზე მაინცდამაინც კომენტარები არ მიკეთებია, იმიტომ რომ არის ვითარება, როდესაც უბრალოდ არ ვთვლი სჭიროდ,რომ ავყვე, თორემ შეიძლება შენც მას დაემსგავსო. გადაძახილი, პასუხის პასუხი, მერე პასუხზე კიდევ პასუხი, როდესაც ჩვეულებრივი აბსურდის თეატრია მოწყობილი, არის უბრალოდ სასაცილო. შესაძლებელია და გასაგებია რაღაც მომენტამდე შეიძლება თავს იკავებდე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მაგრამ რაღაც მომენტში ნერვებმა რომ გიმტყუნოს, ეს არ არის გასავრცობი. როგორც ჩანს, ეს მომენტი დაუდგა ამ ბატონს“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ერთადერთი თემა, რაზეც გაჩუმებას არ აპირებს, არის ის, როდესაც არჩევნების გაყალბებას ჯარს აბრალებენ.
„ერთადერთი თემა, რაზეც არ ვაპირებ გაჩუმებას, არის ის, როდესც აჩევნების გაყალბებას აბრალებენ ჯარს. ეს მხოლოდ თინა ხიდაშელს არ ეხება და ეს არ არის საკითხი, რომელსაც მე თვალი უნდა მოვხუჭო. ამის უფლებას ნამდვილად არავის მივცემ. მე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენე, რომ კოალიციის შიგნით ვინმეს პრეტენზია არ გასჩენოდა. ელემენტარული უტვინობაა, როდესაც არ შეგიძლია, ერთმანეთს დაუკავშირო ფაქტები“,- განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები