უკრაინის გენერალური პროკურორი გადადგა

უკრაინის გენერალურმა პროკურორი ვიქტორ შოკინი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ დაწერა.
„გენერალურმა პროკურორმა შოკინმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შემოვიდა“, – დაწერა ცეგოლკომ.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შოკინს გადაგომისკენ მოუწოდა.
„რეფორმების მიუხედავად, გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოების ნდობა ვერ დაიმსახურა. ამიტომაც გენერალური პროკურორის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში დადგა“, – განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები