მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში ცრუ განგაშის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ შეტყობინებების გამო მოსკოვის რამდენიმე სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება, შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩენილა.
პოლიციის ინფორმაციით, „სბერბანკის“ ცენტრალურ ოფისში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ასევე არ დადასტურდა. ამჟამად სამართალდამცველები ცრუ შეტყობინებების ავტორებს ეძებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანონიმური ზარის გამო ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შეამოწმეს. პირი, რომელმაც შენობაში ბომბის არსებობის შესახებ დარეკა, დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები