სააკაშვილი – უკრაინის უშიშროება მითვალთვალებს

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახური თვალთვალში დაადანაშაულა, – ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა.
„უკრაინის უშიშროების წარმომადგენელმა, ვინმე დანილენკომ ორი ჯგუფი დაიქირავა, რათა მათ მე და ჩემს თანამშრომლებს გვითვალთვალონ. მე იძულებული ვიყავი, უშიშროების სამსახურის დაცვაზე უარი მეთქვა“, – აცხადებს სააკაშვილი.
ოდესის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინის უშიშროებამ მას და მის გარემოცვას ომი გამოუცხადა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ უკრაინის უშიშროებას ოდესაში კორუფციული შემოსავლების წყაროები გადავუკეთეთ, რაც საბაჟოს გავლით თხილის და სიგარეტის კონტრაბანდასთან, არალეგალურ სათამაშო ბიზნესთან, ვალუტის გადაცვლასთან იყო დაკავშირებული, მათ ომი გამოგვიცხადეს. ოდესის უშიშროების ხელმძღვანელს, ბატრაკოვს სამსახურის ხელმძღვანელობამ „სააკაშვილის პროექტებით“ დაინტერესება დაავალა,“ – ამბობს ოდესის გუბერნატორი.
მიმდინარე წლის იანვარში ოდესის ოლქის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში ჩხრეკა ჩაატარა. ეს უწყება სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან, უკანონო გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზებასთან და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები